მათემატიკის გამოცდის შედეგი

დღეს 13:00 საათზე მათემატიკის გამოცდის შედეგი გამოქვეყნდება.
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის გამოცდის შედეგები ცნობილია. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფაკიცო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებენ, ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელის, მაგთის, ბილაინის) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გაგზავნოს შემდეგ ნომერზე – 9 3 3 3 3, (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩამონათვალში ფაკულტეტების წაშლა და დამატება აბიტურიენტებს აპელაციის განაცხადების შეტანის დასრულების დღემდე შეეძლებათ. რაც შეეხება თავად აპელაციას და მის ვადებს, ის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.
“naec.ge’

სხვა ვიდეოები