მაწანწალა ძაღლების პრობლემა ხულოში

ხულოს სამედიცინო დაწესებულებას იანვრიდან დღემდე მაწანწალა ძაღლების მიერ დაკბენილმა 31-მდე პაციენტმა მიმართა. ადგილობრივები ძაღლების მომრავლებაზე საუბრობენ და თვითმმართველობისგან პრევენციული ღონისძიებების გატარებას მოითხოვენ.
ხულოს გამგეობაში განმარტავენ, რომ ექვსი თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტიდან ბათუმში, უპატრონო ძაღლების ტრანსპორტირებისთვის 12 ათასი ლარი დაიხარჯა. სულ კი ბიუჯეტში მსგავსი შემთხვევებისთვის, 23 ათასი ლარია გათვალისწინებული. პროგრამით წელს თავშესაფარში 300 -მდე უპატრონო ძაღლის გადაყვანა იგეგმება, სადაც მათ კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმება ჩაუტარდებათ.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები