,,მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითრება და DCFTA საქართველოში”

ქედის მერიის ,,ქალთა ოთახი”-ში მუნიციპალიტეტში მოქმედ მეწარმეებთან საინფორმაციო-საკონსულტაციო სახის შეხვედრა პროექტის – ,,მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითრება და DCFTA საქართველოში”ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ახორციელებს. მეწარმეებმა მიიღეს ინფორმაცია სატარიფო და არასატარიფო ბარიერების, პროდუქციის წარმოშობის წესებისა და სახელმწიფო საგრანტო კონკურსების შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა ბათუმის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი – მარინე პაპუნიძე.
შეხვედრაზე, ასევე განხილულ იქნა სექტორული პრობლემები, რომლის ანალიზის საფუძველზეც უახლოეს მომავალში დაიგეგმება ტრენინგი მეწარეებისათვის.

წყარო:”ქალთა ოთახები აჭარაში Women’s Rooms in Ajara “

სხვა ვიდეოები