მცოცავი მიწა სამი ოჯახს საფრთხეს უქმნის

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში, ყურშუბაძეების სამი ოჯახის საცხოვრებელი სახლების წინ მიწა გასკდა.

ერთ სახლამდე სამანქანე გზის ნაწილი ჩავარდა, ასფალტის საფარის ქვეშ კი მიწაა ჩამოშლილი.

ორი სახლის ეზოში გაჩენილია ნაპრალები, ყურშუბაძეები ამბობენ, რომ იქ ცხოვრება საშიშია. ფიქრობენ, რომ შესაძლოა ნაპრალები გაიზარდოს ან სახლი ჩამოიშალოს. ადგილი დღეს შეისწავლეს გეოლოგებმა, წინასწარი დათვალიერებით, ერთი ოჯახის გასახლება აუცილებელია. სოფელში ასული იყვნენ გამგეობის წევრებიც, ისინი გეოლოგების დასკვნას ელოდებიან.ოჯახები გასახლებას ან სახლების გამაგრებას ითხოვენ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები