მდინარე აჭარისწყალში ავტომობილი გადავარდა

მდინარე აჭარისწყალში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის დროს ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის ან ტრაქტორის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები