მემორანდუმი – ქალთა პოლიტიკური აქტივობის ამაღლებისათვის

აჭარის უმაღლეს საბჭოში, უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს, აჭარის მუნიციპალიტეტის გამგეობებსა და სამრეწველო პალატასთან არსებულ ქალთა ოთახს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებასა და ქალთა ოთახების საქმიანობის პროცესში საზოგადოების ჩართულობას. ღონისძიებას გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლები და ქალთა ოთახების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ქალთა ოთახი“ გასულ წელს გაიხსნა, რომლის მიზანია ქალებისთვის ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება, ქალთა ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა და ასევე, ქალთა მონაწილეობის გაზრდა სათემო და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილებების მიღებაში. „ქალთა ოთახის“ ვიზიტორებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ კომპიუტერითა და ინტერნეტით, ბიბლიოთეკით, საბავშვო კუთხით, სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად, საკონსულტაციო სერვისებითა და სხვა მომსახურებით. „ქალთა ოთახის“ პროექტი „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (SDC) აფინანსებს და არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს.
“ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები