მერაბ კარანაძე „TDI-ს“ წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენლებს – ორგანიზაციის გამგეობის წევრსა და იურიდიული პროგრამების ხელმძღვანელს მარიამ ღავთაძეს, იურისტებს – შოთა თუთბერიძეს, გვანცა ლომაიასა და პროექტის წარმომადგენელს ნინო თეთრაულს შეხვდა. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, ინსტიტუტის მიზანი რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის კულტურის განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, უმცირესობების უფლებების დაცვა, სეკულარული სახელმწიფოს იდეის დაცვა და გავრცელება, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის კვლევა და ანალიზია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარაში ტოლერანტობის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.

წყარო: “აჭარის  ა. რ უმაღლესი საბჭო”

სხვა ვიდეოები