მერისისა და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულების მაღალ სოფლებში თოვს

ქედის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის წვიამიანი ამინდია. მერისისა და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულების მაღალ სოფლებში დაფიქსირდა (ხარაულა, დანდალო, გარეტყე, სილიბაური, ნამონასტრევი) ნალექი თოვლის სახით.

უამინდობას ქედაში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. ამ დროისთვის ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს. შეუფერხებლად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესი ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში.
რაც შეეხება ხანძარს ორცვისა და ძენწმანის ტყის მასივში, ამ დროისთის სრულად ლიკვიდირებულია.
წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები