მერმა ახალი წელი თმურ ბერიძის და მაგული გეგიძის ოჯახებს მიულოცა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს მრავალშვილიან, შშმ პირთა და სოციალურად დაუცველ ოჯახების მონახულებას, ოჯახებზე ახალი წლის მილოცვასა და საახალწლო ტკბილეულის გადაცემას. მორიგი აქცია დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სოფლ ზედაყანაში გამართა. თემურ ბერიძისა და მაგული გეგიძის ოჯახებს ახალი წელი პირადად მიულოცა და საახალწლო ტკბილეულთან ერთად სურსათი მიუტანა. ორივე ოჯახში შშმ ბავშვი იზრდება, მაგული გეგეიძე ამასთანავე მრავალშვილიანი დედაა. ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად ოჯახს ახალი წელი მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ და რუსუდან შავაძემ მიულოცეს.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები