მერმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მოინახულა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს ბადრი მელაძესთან ერთად, დაბა ხულოსა და სოფელ ქვემო ვაშლოვანის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მოინახულა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. გოჩა მელაძე, აგრეთვე დაესწრო ქვემო ვაშლოვანის სასოფლო კლუბში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების შესრულებით გამართულ კონცერტს. ბაღის აღსაზრდელებმა თოვლის ბაბუასთან ერთად, შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და გამართეს სხვადასხვა წარმოდგენები.
საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები მერიის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს გადაეცემა.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები