მერობის კანდიდატი სოციალურად დაუცველ ოჯახში

საარჩევნო შეხვედრებს მართავს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ხულოში.  ირაკლი  ჯორბენაძე  სოციალურად დაუცველ ოჯახში იმყოფებოდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

კანდიდატი ამბობს, რომ ათ წევრიან ოჯახის  საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, სოციალურ სახლში ფართის გამოყოფის მოთხოვნით გამგეობას მიმართეს, თუმცა პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.  ხულოს გამგეობაში კი აცხადებენ, რომ სოციალური სახლი სტიქიის შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტებისთვის არის განკუთვნილი, რის გამოც აღნიშნულ სახლში ქარცივაძეებსფართს ვერ მისცემენ.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები