მესამე დღეა ფაჩხის საბავშო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

მესამე დღეა ფაჩხის საბავშო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. ადგილობრივები, რომლებიც პარალელურად ბაღის მშენებლობაზე მუშაობდნენ, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ითხოვენ. ინდმეწარმეს დასაქმებულებისთვის 16 ათასი ლარი უნდა გადაეხადა.

ქებულ აბაშიძემ ჩვენთან სატელეფონო კომენტარში განაცხადა, რომ ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულებს ანაზაურება უკვე მიღებული აქვთ, რასაც არ ეთანხმებიან ადგილობრივები. მხარეებს შორის სამართლებრივი დავა ხელვაჩაურის სასამართლოში მიმდინარეობს.

წყარო:”აჭარის ტელვიზია”

სხვა ვიდეოები