მესამე დღეს გრძელდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ზღვაში

მესამე დღეს გრძელდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ზღვაში. მაშველები სავარაუდოდ დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. სამძებრო ოპერაცია 16 იანვარს  დაიწყო. მაშველების ინფორმაციით ცხელ ხაზზე შეტყობინება გუშინ შევიდა, რომ წყლის ზედაპირზე კაცი შენიშნეს.

სამძებრო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველოს და წყალზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან ჩართული. აჭარის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ დღეს წყალზე სამაშველო სამსახური ძებნას შეწყვეტს და ზედაპირული დათვალიერება გაგრძელდება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები