მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილების გაიხსნა

ბათუმში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება გაიხსნა. ღონისძიებას ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაესწრნენ. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ,მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამას სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს. სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში თბილისში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 7 განყოფილება ფუნქციონირებს, ხოლო რეგიოონებში 9 (თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი,ზუგდიდი, ქობულეთი ,ბათუმი და ზესტაფონი). ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში სულ 5000-მდე ბენეფიციარს ემსახურება. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების კომპონენტის ფარგლებში მომსახურებისთვის ვაუჩერის ღირებულება 215 ლარის ოდენობით ისაზღვრებოდა. ამასთან, ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებისას პაციენტის მხრიდან გათვალისწინებული იყო თანაგადახდა, რაც ერთი პაციენტის მხრიდან შეადგენდა ერთი თვის განმავლობაში 110 ლარს. 2017 წლის 1 ივლისიდან მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია ხორციელდება მთლიანად სახელმწიფოს დაფინანსებით.

“აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები