მეუფე დიმიტრი: დეკანოზმა მითხრა, რომ ციანიდი შორენა თეთრუაშვილის შეკვეთით მიჰქონდა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ, “მატროსოვის ციხეში” ე.წ. ციანიდის საქმეში” მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა.

მეუფეს თქმით,  დეკანოზმა განაცხადა, რომ მას ციანიდის ჩატანა გერმანიაში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა.

„მამა გიორგი არის ისევ თავის აზრზე, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ. ამაზე დიდხანს ვისაუბრეთ.  მე ვთვლი, რომ ეს იყო შეთქმულება არამარტო ჩემს წინააღმდეგ, არამედ საპატრიარქოს წინააღმდეგ. ვინც ეს დაგეგმა და შეთხზა, ალბათ მომავალში გაცხადდება და ის არის ბოროტი ადამიანი. ამას ვერ მოიფირებდა ვერავინ, ჩემ საკუთარ გამზრდელთან, ბიძასთან, პატრიარქთან, ამ ამბოხში, წინააღმდეგობაში, ჩართულობაში….

მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იყო ჩემს წინააღმდე, მაგრამ ეს იყო პატრიაქრის და ეკლესიის წინააღმდეგ.  როცა ვკითხე, რატომ ხარ შენ ამ საქმეშ მთავარი მოქმედი პირი… საკმაოდ დიდხნას ვისაუბრეთ.

ბევრი კითხვები დაგვიტოვა გამოძიებამ, უშაულოდ ციანიდთან დაკავშირებით. ჰქონდა თუ არ ჰქონდა. მე მაშინაც აღვნიშნე, გამოძიებამ ვერ დადასტურდა, რომ მან ნამდვილად შეიძინა ციანიდი. ეს თავის დროზე პროკურორებსაც მოვახსენე.

ძალიან მაშფოთებს ის ჩანაწერი, სადაც საუბარია რაღაც დოზაზე, განეიტრალებაზე, რაღაც ტკბილზე და ა.შ. ის ისევ თავის აზრზეა და ამბობს, რომ მოუწყვეს იმ ადამინების ჯგუფმა, რომელსაც ის ასახლელებდა და აცხადებს, რომ შორენა თეთრუილიშვილისგან ჰქონდა მას შეკვეთა ჩამოეტანა და გადაეცა მისთვის.

მან ბოდიშიც მომიხადა, ბევრ საკითხებს მე შენთანა არ ვათანხმებდიო. მე ვკითხე მას, თუ შორენამ შეგიკვეთა და თუ მთვლი შენ მოძღვრად, რად არ მოხვედი და ჩამაყენე საქმის კურსში, რაზეც თქვა, რომ ეს იყო შეცდომა“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები