მეუფე დიმიტრი: ”იყო ზეწოლა, შექმნილიყო ერთგვარი მოტივაცია შორენა თეთრუაშვილის მძლეთამძლეობაზე”

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი აცხადებს რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ბევრი საკითხი დღემდე პასუხგაუცემელია.
„დაკითხვის პროცესში და სასამართლო სხდომების პერიოდშიც ერთგვარი მოთხოვნა იყო, რბილად რომ ვთქვა ზეწოლა, შექმნილიყო ერთგვარი მოტივაცია შორენა თეთრუაშვილის მძლეთამძლეობაზე. თითქოს ეკლესიაში მნიშვნელოვან საკითხებს ის წყვეტს. მას შეუძლია  ადამიანის კარიერული წინსვლა შეარჩეროს. მე მაშინ განვაცხადე, რომ ეს ეკლესიის და პატრიარქის შეურაწყოფა იყო, რადგან ეკლესიას მართავს წმინდა სინოდი – განაცხდა მეუფე დიმიტრიმ.

„ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც საზოგადოება და ჩვენც  ვსვამთ არის შემდეგი: „რა შუაში იყო  შორენა თეთრუაშვილი და მისი მკვლელობა. ეს მიდგომა ძალიან გაუგებარია და ბევრ კითხით ნიშანს აჩენს. მოვისმინეთ გადაწყვეტილება, რომ მამა გიორგიმ მკვლეობა შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა,  მანამდე ვისმენდით რომ ეს იყო ანგარება- არცერთი ვერსია მაინც  და მაინც მყარი არ არის- ამბობს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები