მეწყერი ჩამოწვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაუარაში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 17:00 საათისთვის რამდენიმე მეწყრული კერა დაფიქსირდა. სოფელ მასაუარაში ცენტრალურ გზაზე ჩამოწვა მეწყერი. გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.ასევე სოფელ მასაურაში ნაკაშიძეების სახლთან ჩამოწვა მიწის მასა, ჩაიკეტა სახლთან მისასვლელი გზა. საცხოვრებელ სახლში არსებული ვითარებას გეოლოგები შეისწავლის.
დღეს სოფელ ორთაბათუმში და სოფელ კაპრეშუმში განვითარდა მეწყრული პროცესები.
უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის მუდმივ მოქმედი შტაბი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 577 47 26 47;
ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის 37-ვე წარმომადგენელი საგანგებო ვითარებაში მუშაობს.

წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები