მეწყერი განვითარდა სოფელ ყოროლისთავში

მეწყერი განვითარდა სოფელ ყოროლისთავში. მიწის მასა საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა, ეზოს ნაწილიც ჩანგრეულია. ადგილობრივები შიშობენ, რომ პროცესი გაგრძელდება და სახლს დანგრევის საფრთხე შეექმნება. დაზარალებულები გეოლოგების მისვლას ითხოვენ. გამგეობის ინფორმაციით, ტერიტორიას შესაბამისი სამსახური დღეს შეისწავლის.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები