მეწყერი ქობულეთში

წვიმამ პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სტიქიის შემსწავლელ საგანგებო კომისიაში უკვე უკვე 4 შეტყობინება შევიდა. სპეციალისტები სხვადასხვა სოფელში ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას.

სოფელ ბობოყვათში ძლიერი წვიმის გამო ლაზიშვილების საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედელი ჩამოინგრა. კედლის ნანგრევები ბობოყვათი-დაგვის დამაკავშირებელ შიდა სასოფლო გზაზე სატრანსპორტო მიმოსვლას აფერხებს. ლაზიშვილები ამბობენ, რომ მიწა მცოცავია და შესაძლოა საფრთხე სახლსაც შეექმნას. ოჯახი გამგეობას დახმარებას სთხოვს.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები