მეწყერი სოფელ კობალთაში

ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად სოფელ კობალთაში, სასოფლო გზაზე დღეს დილით მეწყერული პროცესები განვითრდა. ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად კობალთაში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე. ამ დროისათვის გზა გაწმენდილია და სოფლის გზაზე გადადგილება , როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით არის შესაძლებელი. ჩვეულ რეჟიმში მუშაობს კობალთის დაწყებითი სკოლა. დილით, ფრიდონ ფუტკარაძემ სკოლაში მიმავალ მოსწავლეებს დახმარება გაუწია გზის მეორე მხარეს გადასვლაში. მეწყერს კობალთის მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები