მეწყრისგან დაზიანებული გზა ქედაში

მერისის თემში, სოფელ გუნდაურში მცხოვრები ოჯახები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. აქ ბოლოს მეწყერი მაისში ჩამოწვა, მაშინ საგზაო დეპარტამენტმა გზა გაწმინდა, თუმცა მიწის მასის გამო სავალი ნაწილი შევიწროვებულია და ადგილობრივებს ავტომანქანებით გადაადგილება უჭირთ.

გარდა ამისა, ამ მონაკვეთზე ქვათაცვენაც ხშირად ფიქსირდება, ასევე ერთ-ერთი ოჯახი, ამბობს რომ მეწყერი ხშირად საცხოვრებელ სახლთან ვითარდება და რაც მათ საფრთხე უქმნის. რა პასუხი აქვთ საგზაო დეპარტამენტსა და გამგეობაში?

 “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები