მეზღვაურის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ლიბიის ციხეში დაკავებული საქართველოს მოქალაქის სოსლან კაკაბაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. 55 წლის ბათუმელი მეზღვაური მესამე წელია პატიმრობაში იმყოფება. სამართალდამცველებმა. ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ  2015 წლის აგვისტოში წავიდა.

სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც საქართველოს ერთადერთი მოქალაქე იყო, ლიბიაში დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით დაკავებულთან დაკავშირება 10 დღის წინ მოახერხეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს  ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

 წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები