მგზავრობის საფასური

ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირების პროგრამას ახორციელებს. მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 50%-ით სუბსიდირება გათვალისწინებულია სტუდენტების, იძულებით გადაადგილებული პირების, ასაკით პენსიონერების, საბავშვო ბაღებისა და ბილიოთეკების იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა ხელფასი არ აღემატება 650 ლარს თვეში.
მგზავრობის საფასურის 100%-ით სუბსდირება გათვალისწინებულია ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარების, ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, 70 000-ის ჩათვლით ქულის მქონე ბენეფიციარების, შშმ პირებისა და მოსწავლეებისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს. მის: ლუკა ასათიანის ქ.#25.
“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები