მიხეილ საკააშვილი ფინანსურ დახმარებას ითხოვს

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ სალომე ზურაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი შევაჩეროთ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და უცხოეთში მყოფ ქართველებს მოუწოდა რომ მას მხარი ფინანსურადაც დაუჭიროს.

“მე მინდა გთხოვოთ ყველანაირი დახმარება, მინდა გთხოვოთ დაელაპარაკოთ თქვენ ახლობლებს და ნათესავებს საქართველოში და მინდა გთხოვოთ ასევე ფინანსური დახმარება, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია. ვისაც შეუძლია შევეწიოთ ერთადერთ წარმატებულ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, ზოგს 10 ევროთი შეუძლია, ზოგს ვისაც ბიზნესი აქვს, 100 და  უფრო მეტი. ივანიშვილს აქვს ბევრი ფული, სატელიტ ოპოზიციურ პარტიებსაც აქვთ ბევრი ფული და ერთადერთი დახმარება ვისაც სჭირდება არის ერთადერთი ნამდვილი სახალხო კანდიდატი.

ვაშაძის გამარჯვება ნიშნავს ჩემ და თქვენს დაბრუნებას საქართველოში” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავის ვიდეოგანცხადებაში.

სხვა ვიდეოები