მინისტრმა ღვაწლმოსილ პედაგოგს ჯილდო გადასცა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი დანდალოს საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილ მასწავლებელს და ამავე სკოლის დირექტორს ციცინო სიხარულიძეს სახლში ეწვია,პირადად მიულოცა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სამინისტროს მადლობის სიგელი გადასცა. ქალბატონი ციცინო სიხარულიძე 1948 წლიდან მუშაობდა დანდალოს საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1951 წელს დაინიშნა ამავე სკოლის დირექტორად. ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ქალბატონ ციცინოს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. 1965 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება. დაჯილდოვებულია სახალხო განათლების წარჩინებული სამკერდე ნიშნით, სიგელებითა და დიპლომებით. ინგა შამილიშვილმა ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის ქალბატონ ციცინო სიხარულიძე მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.

წყარო: “აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სხვა ვიდეოები