მინისტრმა ღვაწლმოსილ პედაგოგს შობა-ახალი წელი მიულოცა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ქალაქ ბათუმის N18 საჯარო სკოლის ყოფილ პედაგოგს თინა თენიეშვილს სახლში ეწვია, შობა-ახალი წელი მიულოცა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სამინისტროს მადლობის სიგელი გადასცა. თინა თენიეშვილი 1956 წლიდან რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა. ინგა შამილიშვილმა ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის თინა თენეიშვილს მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.

წყარო:”აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სხვა ვიდეოები