მირდატ ქამადაძე: ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან უკვე 43 საჩივარი დაიწერა

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ბათუმში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგს მართავენ. პარტიის ლიდერმა მირდატ ქამადაძემ მედიასთან კონკრეტულ უბნებზე შექმნილ დარღვევებზე ისაუბრა.

“ბათუმში ათი საათის მონაცემებით დაწერილია 43 საჩივარი, რაც იმაზე მიუთითებს რომ არჩევნები დარღვევით მიმდინარეობს. ბათუმის 23 საარჩევნო უბანზე ისეთი მოქალაქე მივიდა ხმის მისაცემად, სადაც არ იყო რეგისტრირებული. 45 უბანზე მარკირების გარეშე მიიღეს ამომრჩეველი. ასევე დაფიქსირდა უბანზე წარმონადგენლის მხრიდან ინფორმაციის გადაცემა ტელეფონით, რაც კარუსელის დატრიალების მცდელობაზე მიუთითებს. მოუწოდებთ მმართველ გუნდს ხელი აიღოს არჩევნების გაყალბებაზე” განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები