მირიან ქათამაძე: ”სტიქიის ადგილზე მისვლა დანაშაული არ არის”

“ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე, რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტში სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით,  სურვილი ჰქონდა სალიკვიდაციო სამუშაოები პირადად დაეთვალიერებინა, აღნიშნულ ქმედებაში კი განსაკუთრებულ დანაშაულს ვერ ხედავს.

მერობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიის წევრებს მოუწოდებს, განცხადებების გაკეთების დროს უფრო კორექტულები იყვნენ.

დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბრიფინგი გამართეს და “ქართული ოცნება” ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულეს. 

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები