მირიან ქათამაძემ 1იანვარს ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა

მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით მჭედლიშვილთან და მოადგილეებთან ერთად ჯიხანჯურში ხანძრის შედეგად დაზარალებული გორგაძეების ოჯახი მოინახულა, ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ამანათები გადასცა.
„არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, დაიწა საცხოვრებელი ფართი, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ვცდილობთ დროულად მოხდეს ოჯახის მდგომარეობის შესწავლა“ – განაცხადა ქობულეთის მერმა.
გორგაძეების საცხოვრებელი ფართი 1იანვარს ხანძრის შედეგად დაიწვა, 6 სულიანი ოჯახი ამ ეტაპისთვის ახლობელთან არის გაყვანილი. ასევე მუნიციპალიტეტის მერმა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ვლადიმერ გორგილაძეს კომპიუტერი გადასცა.

წყარო:”მირიან ქათამაძე ქობულეთის მერი / Mirian Katamadze

სხვა ვიდეოები