მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონი ზუგდიდელი დავით სამუშია გახდა

უნგრეთში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა, დავით სამუშიამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სამუშია 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და მან ფინალურ შერკინებაში ლიტველი სპორტსმენი დაამარცხა.

ცნობისთვის, დავით სამუშია 2017 წლის 20 მაისს  მკლავჭიდში  ევროპის ჩემპიონი გახდა, რომელიც პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში გაიმართა.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები