მობილური გუნდი რაიონებში მცხოვრებთათვის

მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტები სამედიცინო მომსახურეობას დღეიდან მათივე მუნიციპალიტეტებში მიიღებენ. შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული მობილური გუნდი (ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, ნევროლოგის, ექთნისა და სოციალური მუშაკის შემადგენლობით) რაიონებს რეგულარულად ეწვევა და კონსულტაციებსა და უფასო, ბენეფიციარებისთვის საჭირო ფსიქოტროპულ მედიკამენტს დღეიდან ადგილზე, თემში შესთავაზებს. ახალი მიზნობრივი პროგრამა „თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის “უკვე შეიმუშავა და დააფინანასა ოთხმა (ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) მუნიციპალიტეტმა. პროგრამა გათვლილია მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივი დროით თავსდებიან სტაციონარში, ხოლო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ არაკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას და წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობა ზრდის პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის (რემისიისა და სტაბილიზაციის პერიოდის შენარჩუნება) შესაძლებლობას და ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას. ამავე დროს ეს პროექტი შეძლებს შეუმსუბუქოს პაციენტს და მათ ოჯახებს სოციალური მდგომარეობა, როგორც ფინანსური დანახარჯების, ასევე დროის ეკონომიითაც. აღრიცხვაზე მყოფი ბენეფიციარების გარდა მობილური გუნდის ექიმები მომართვის შემთხვევაში მიიღებენ პირველად პაციენტებსაც და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს.

“ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები