მოცემულ ეტაპზე საქართველოს სავაჭრო ქსელებში არსებული „სელიას“ პროდუქცია სრულად უსაფრთხოა

საეჭვო პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის შედეგები 22 დეკემბერს გახდება ცნობილი შპს „CTN ჯორჯიას“ განცხადება: კომპანია „ლაქტალის ინტერნეიშენალის“ მიერ წარმოებული ბავშვთა კვების ცნობილი ფრანგული ბრენდის „სელიას“ ის პარტია, რომელიც დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებშია სრულად შეესაბამება სტანდარტებს და რეგულაციებს.

შეზღუდვები, რომელიც განაპირობა საფრანგეთში წარმოებულ პროდუქციის რამდენიმე სახეობაზე საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტივებმა და რეკომენდაციებმა, არ შეხებია „სელიას“ საწყისი კვების შემდეგ სახეობებს: სელია ექსპერტი 1 (400გ/900გ) და ნუტრიშენ 1, რადგანაც ეს სახეობები წარმოებულია იმ საწარმოო ხაზზე, რომელიც შემოწმებულია როგორც კომპანიის ხარისხის სამსახურის, ისე საფრანგეთის შესაბამისი უწყებების მიერ. ასევე შეზღუდვა არ ვრცელდება 2017 წლის თებერვლამდე ნაწარმოებ პროდუქტებზე. (Celia Expert 2 900g, Celia expert 3 900g, Celia Nutrition 3, Celia HA, Celia AD, Celia Digest, Celia AR, Celia PRE).

ამ პროდუქტების რეალიზაცია ნებადართულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. დეკემებრის დასაწყისში საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტების რამდენიმე პარტიაში (Picot Lait Picot SL sans Lactose 350 გ., Milumel Bio 1 900g, Picot peptide junior sans Lactose 460g) ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად ეჭვი იქნა მიტანილი სალმონელა აგონას არსებობაზე (Salmonela Agona). სალმონელა იწვევს დიარეას და ცხელებას. აღსანიშნავია, რომ ბრენდ „პიკოს“ და „მილუმელის“ პროდუქციის იმპორტი არ ხდება საქართველოში.

11 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა რეკომენდაციები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ხდებოდა პროდუქციის ექსპორტი. მათ შორის საქართველოს მასშტაბითაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა შეჩერებული „სელიას“ პროდუქციის გარკვეული პარტიების რეალიზაცია და ხდება მათი ამოღება სააფთიაქო ქსელიდან. ამჟამად სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს ყველა საეჭვო პარტიის ლაბორატორიული კვლევა და შედეგები 22 დეკემბრისთვის გახდება ცნობილი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ცხელ ხაზს, შემდეგ ნომრებზე: 591407070, 2368484

წყარო:”ipress,ge”

სხვა ვიდეოები