მოლაპარაკებები კომპენსაციების მისაღებად

ხულო – ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის რეაბილიტაციისას გზასთან ახლოს მცხოვრები ოჯახები კომპენსაციას იღებენ. საქართველოს პარლამენტში აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით,  მესაკუთრეებისთვის გაცემული თანხა ამ ეტაპზე 2  მილიონ ნახევარს ლარია.

ოჯახებთან, რომელთაც მიწის ნაკვეთები საკუთრებაში დარეგისტრირებული არ აქვთ, მათთან მოლაპარაკებები გრძელდება. ხულო – ზარზმის გზის მშენებლობისთვის კომპენსაცია სულ 354 ოჯახზე გაიცემა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები