მომავალ წელს მოჭადრაკეთა ტურნირის ჩატარება ხულოში იგეგმება

საჭადრაკო კლუბმა ”ნონა” ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირს უმასპინძლა. პირველობისთვის 12 წლამდე ასაკის 43-მა მოჭადრაკემ სხვადასხვა კატეგორიაში იასპარეზა.

ორგანიზატორების თქმით, ტურნირის მიზანი ხულოს სოფლებში მცხოვრები ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის  ეროვნული სახლის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეებს შორის ურთიერთობის გაღრმავება არის. მომავალ წელს ტურნირის ჩატარება ხულოში იგეგმება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები