მოსახლეობის მოთხოვნა

მდინარე აჭარისწყალთან ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ სოფელ კოლოტაურის მცხოვრებლები. მოსახლეობის თქმით, წყალდიდობის დროს მდინარე საცხოვრებელ სახლებამდე აღწევს, რის გამოც მათ საფრთხეს უქმნის.

ერთი თვის წინ ქედაში განვითარებულმა წყალდიდობამ თუთუნის ნარგავებიც დააზიანა. ქედის გამგეობაში ამბობენ, რმ პროექტის შესახებ იციან, თუმცა საკითხი სავარაუდოდ მომავალი წლისთვის მოგვარდება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები