მოსახლეობის მოთხოვნა

სოფელ შარაბიძეების მოსახლეობა კი სასმელი წყლის პრობლემის მოგარებას ითხოვს.

მათი თქმით კორპუსში მრიცხველები ერთი წლის წინ დამონტაჟდა, თუმცა წყალი მაინც გრაფიკით მიეწოდებათ. გარდა ამისა, ისინი მრავლბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობასაც ითხოვენ. ბათუმის წყალში განმარტავენ, რომ პრობლემა შარაბიძეებში მას შემდეგ მოგვარდება რაც წყლის სისტემა ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში  კი განაცხადეს, რომ ისინი მოსახლეობას შეხვდებიან, ტერიტორიას დაათვალიერებენ და  მათ შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარებიან.  ადგილზე იმყოფებოდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები