მოსახლეობის პრეტენზიები

ქედის მოსახლეობა მაწანწალა ძაღლების მომრავლებას უჩივის. ადგილობრივების თქმით ხშირია ბავშვებზე თავდასხმის შემთხვევები. ისინი თვითმართველობას პრევენციული ღონისძიებების ჩატარებისკენ  მოუწოდებენ.

ქედის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში უპატრონო ცხოველების მოვლისთვის 4 ათასი ლარი გამოყო. “კომუნალსერვისმა” ქედიდან-ბათუმში, უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში, პირველ ეტაპზე, 22  ცხოველი გადაიყვანა, სადაც მათ კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმება ჩაუტარდათ.  დარჩენილი თანხით კი მხოლოდ 18 უპატრონო ცხოველის ტრანსპორტირებას შეძლებს.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები