მოსამართლე ცდილობს ბრალდებულს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს

“არა მგონია ირაკლი შენი ადვოკატების გარეშე შეძლო თავის დაცვა, მე ამას დარწმუნებით ვაცხადებ!” – ასე ცდილობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილი 11-12 მარტის მოვლენებზე ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას დაყოლიებას არ ეთქვა უარი ადვოკატის მომსახურებაზე.

ადვოკატზე უარის თქმის გადაწყვეტილება, 11-12 მარტის აქციაზე, პოლიციის შენობის დარბევის ორგანიზებაში ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ დღეს მიიღო. “გამოძიებამ ჩემს მიმართ შეთითხნა საქმე და პროკურატურა აწარმოებს დისკრიმინაციულ და პოლიტიზირებულ საქმეს. მე ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სასამართლოს წინაშე გამოვიჩინე უპატივცემულობა, პროკურატურამ კი არ აქვს არგუმენტი ჩემი წინასწარი პატიმრობაში დატოვების შესახებ . პროკურატურა დარწმუნებულია რომ სასამართლო მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მე მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე უდანაშაულო ვარ, არ ვაპირებ დასკვნითი სიტყვის დაწერას და არ მჭირდება ადვოკატი” – განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, ბრალდებულს სთხოვა გადაწყვეტილება შეცვალოს და პროცესზე 10 წუთიანი შესვენება გამოაცხადა. “ცდები თუ ასე ფიქრობ რომ სასამართლო არ რის თავისუფალი და პროცესი არის პოლიტიზირებული” – მიმართა ჩხვირკიას მოსამართლემ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები