მოუვლელი „ჭაჭის თაუერი“ ბათუმში

„ჭაჭის თაუერი“ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ნავსადგურის მიმდებარედ, 2012 წელს გაიხსნა. ტურისტულ სეზონზე ჭაჭის ჩამოსხმის პრობლემა მომდევნო წელსვე შეიქმნა. მაშინ მერიამ ჭაჭა, რომლის დაგემოვნებაც სეზონზე ტურისტებს, და არა მხოლოდ მათ, შეეძლოთ, გურჯაანიდან ჩამოიტანა, რაც ჯამში ქალაქის ბიუჯეტს  28 ათასამდე ლარი დაუჯდა. თაუერის ავზში თითო ჯერზე 200 ლიტრი ჭაჭა თავსდებოდა.

„ჭაჭის თაუერში“ ჭაჭის დაგემოვნება რამდენიმე სეზონზე იყო შესაძლებელი. თაუერი დღეს უფუნქციოდაა. დაზიანებულია შადრევნის დეტალები, არ მუშაობს კოშკზე განთავსებული საათი. კოშკზე ასასვლელი კარი ჩაკეტილია, ქვევით კი პოლიეთილინის ბოთლები და სხვადასხვა ნარჩენი ყრია. დაზიანებულია შენობაც.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები