მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წელი საჩუქრებით მიულოცეს

სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, დღეს ახალი წელი საჩუქრებით საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ დეპუტატებთან, ხოლო მერის პირველმა მოადგილე როლანდ ბერიძემ, მერის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. ,,მრავალშვილიანი ოჯახები არამარტო სოფლისა და რეგიონის სიძლიერეა, არამედ ჩვენი ქვეყნის! ქედს ვიხრი ამ ოჯახების წინაშე, რადგან ისინი ნამდვილი გმირები არიან!.. ეს ოჯახები განსაკუთრებულ ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებენ. გულითადად ვულოცავთ ახალ 2018 წელს! ” – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები