მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა

ბათუმში, ლეხ და მარია კაჩენსკების ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა. დაშავებული  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ,  რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, კაცს ჭრილობა თავის არეში ჰქონდა, ასევე მსუბუქი დაზიანებებიც აღენიშნებოდა.

სასწრაფო დახმარების ექიმის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას დაშავებული კონტაქტური იყო.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები