მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმში ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები

ძლიერ წვიმასა და ქარს ბათუმში პრობლემები არ შეუქმნია. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები. არხების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ნალექის გამტარიანობის უზრუნველსაყოფად წინასწარ გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ჭები. დილიდან განხორციელდა ქუჩების დასუფთავების სამუშაოები. სპეცტექნიკის საშუალებით იწმინდება ბულვარის ტერიტორია.
უამინდობის გამო უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ შპს ,,ბათუმის წყლისა“ და შპს ,,სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფები.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები