მუნიციპალური პირველობა 2005-2010 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა მუნიციპალური პირველობა 2005-2010 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის. შეხვედრაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატზე პირველი და მეორე ადგილები სოფელ ბეღლეთის ნადიმ ართმელაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლევან ხმალაძემ და ანრი შავაძემ მოიპოვეს, ხოლო მესამე ადგილზე დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლე ბაჩი შავაძე გავიდა. ჩემპიონატს მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასულები მერმა გოჩა მელაძემ დააჯილდოვა.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები