მუნიციპალური ტრანსპორტი კონდიცირების გარეშე

ბათუმში მოძრავი 140 ავტობუსიდან 119-ში კონდენცირების სისტემა არ არის. პრობლემის მოგვარება კი როგორც “ავტოტრანსორტში” განმარტავენ, ტექნიკურად შეუძლებელია. თავის დროზე, როცა მუნიციპალიტეტმა ავტობუსები შეიძინა, სატენდერო პირობაში კონდენცირების სისტემა გათვალისწინებული არც იყო. მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ზაფხულში მაღალ ტემპერატურაზე ჰაერის ტემპერატურული რეჟიმის გარეშე მოძრაობა დისკომფორტს უქმნის მძღოლებსაც. “უნდა იყოს მოწესრიგებული, გაუსაძლისი მდგომარეობაა, ვერ დაჯდები” – ამბობენ “მთავართან” მგზავრები.

“ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ტექნიკურად ავტობუსები სისტემის დამონტაჟების საშუალებას არ იძლევა. “არის ფანჯრები, რომლებიც იღება და ბუნებრივად ხდება ჰაერის ვენტილაცია” – ამბობს ბიძინა ბიბილეიშვილი.

სხვა ვიდეოები