მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული მარიეტა ჯაყელი გახდა

ახალგაზრდების მიერ ინიცირებული პროექტის გამარჯვებული ,,მუსიკალური ხმა – 2017″ მარიეტა ჯაყელია.
მერიის მიერ დაფინანსებული კონკურსის ფინალური ეტაპი, დღეს კულტურის ცენტრის სცენაზე გაიმართა. 10 მონაწილეს შორის ჟიურიმ პირველი ადგილი 16 წლის მომღერალს მიანიჭა, მეორე ლილე აბესლამიძეს, ხოლო მესამე ადგილი ხატია შარაძემ და თათია მჟავანაძემ გაინაწილეს.
ჟიურს ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ირაკლი სირაბიძე, სახელოვნებო სკოლის დირექტორი ირინე დევაძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია წარმოადგენდნენ.
მონაწილეები მერიამ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები