მუსლიმური სკოლა-პანსიონების ლიცენზირების საკითხი ერთი წლით გადაიდო

მუსლიმური სკოლა-პანსიონების ლიცენზირების საკითხი ერთი წლით გადაიდო. კანონში, გასულ წელს შესული ცვლილების თანახმად, პანსიონების ადმინისტრაციებს განთავსებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ლიცენზიის მიღების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიემართათ, თუმცა ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა.

სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც მოზარდები სწავლობენ და თან ცხოვრობენ აჭარაში არაერთია. ერთ-ერთი კი ღორჯომშიღორჯომის ვაჟთა პანსიონში 30 მოზარდი სწავლობს, პარალელურად კი საჯარო სკოლაში დადის.

პანსიონებში მოზარდების სიმრავლე, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ბავშვებისთვის” კვლევის თანახმად, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში ხარისხიანი განათლების მიწოდების პრობლემაზე მეტყველებს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები