„მუზეუმი და მეგობრები“ – გამოფენა ძმები ნობელების მუზეუმში

2017 წლის 21 ივლისს, 13 საათზე, ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – „მუზეუმი და მეგობრები“. წარმოდგენილი იქნება კერძო კოლექციონერების მიერ მოწოდებული გასული საუკუნის ტექნიკური ხელსაწყოები, მუზეუმის მეგობარ მხატვართა მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები და მოყვარულ ფოტოგრაფთა ნამუშევრები.
ღონისძიებას გააფორმებს სტუდია BT ART- ისა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის წევრების მიერ შესრულებული ქორეოგრაფიული ნომრები.

გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები