მწერალთა კავშირის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამო

საქართველოს მწერალთა კავშირის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე გაიხსენეს 1937 წელს რეპრესირებული მწერლები და წაიკითხეს მათი ლექსები.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტომასალა, რომელიც ბათუმის მწერალთა სახლს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა საჩუქრად გადასცა. საღამოზე მოეწყო ვიდეო-ჩანაწერების ჩვენება. განსაკუთრებით საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა მწერალთა კავშირში შეკრებილი საზოგადოებისათვის ისტორიად ქცეული უნიკალური კადრები ქართველი მწერლების, რუსთაველის პრემიისა და მწერალთა კავშირის დაარსების შესახებ.

საიუბილეო თარიღს მიეძღვნა წიგნი „კავშირი გულთან“. ღვაწლმოსილ მწერლებს დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირის, აჭარის მწერალთა სახლის ორგანიზებითა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები