მწვანე ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს 24 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად მწვანე ტბის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტს გაეცნო.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – 6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა მოშანდაკება და შევიწროვებული ადგილების გაფართოება მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ტერიტორია და მოსასვენებელი ადგილები, მოეწყობა წყლის სიტემა და განთავსდება სანაგვე ურნები.
პროექტი 2018 წელს უნდა დასრულდეს.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები