“ნაციონალური მოძრაობა”: ქედაში კომერციული მაღაზიის მშენებლობა უკანონოა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქედის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვაჟა ბოლქვაძე დაბა მახუნცეთში 122 კვადრატულ მეტრ ფართობზე კომერციული მაღაზიის მშენებლობას უკანონოდ მიიჩნევს.

როგორც ბოლქვაძე ჟურნალისტებთნ აცხადებს, მშენებლობა დაბა მახუნცეთში დასრულების ფაზაშია, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგეობას მიწა ჯერ არ გაუსხვისებია. მისივე თქმით მიწის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის საკითხი ქედის საკრებულომ გასულ კვირას დადებითად გადაწყვიტა.

ვაჟა ბოლქვაძის მტკიცებით, კომპანიისთვის მშენებლობის ნებართვა მიწის შესყიდვამდე არ უნდა მიეცათ.

„მიწა ჯერ გასხვისებული არ არის, მშენებლობა დასრულდა და მუნიციპალიტეტის გამგეობას შემოაქვს საკითხი საკრებულოში საპრივატიზციო ნუსხაში უნდა შევიტანოთ 12 კვადრატი მიწა და ამას საკრებულო უკანონებს”, – განაცხადა ვაჟა ბოლქვაძემ.

ქედის გამგებლის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის სულიკო სურმანიძის განმარტებით, „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ უკანონოოდ მშენებლობისთვის გაფრთხილება უკვე მიეცა. გაფრთხილებასთნ ერთდ მშენებელს ვადაც მიეცა რა დროშიც მშენებლობის ნებართვა უნდა წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი 200 ლარით დაჯარიმდება.

„ჩვენს მიერ მიეცა მითითება შეეჩერებინა მშენებლობა ნებართვის წარმოდგენამდე მიეცა გონივრული ვადა ამისათვის და არსებული კანონმდებლობით თუ ვერ წარმოადენს აღნიშნულ ნებართვას განორციელდება ჯარიმა დამრღვევის მიმათ”, – განაცხადა სულიკო სურმანიძემ.

“ipess.ge”

სხვა ვიდეოები